...
23 დეკემბერი 2013
აქცია 1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლთა გასახსენებლად
სიახლეები

 

stalin, IDFI, exhibition

21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მოაწყო სიმბოლური აქცია 1937-38 წლების რეპრესიებს შეწირული ადამიანების გასახსენებლად.

აქცია სპონტანურად დაიგეგმა და მის ფარგლებში რუსთაველზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ გამოიფინა 1937-38 წლებში რეპრესირებული ადამიანების ფოტოები, წერილები, რეაბილიტაციის ცნობები და სხვა მასალები. აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა სტალინის ხელმოწერით საქართველოში რეპრესირებული ადამიანების გვარები წაიკითხეს.

 

სულ სტალინის ხელმოწერით საქართველოში 3616 ადამიანი დახვრიტეს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პარტნიორებთან ერთად, პროექტის „სტალინური სიები საქართველოზე“ ფარგლებში მოიპოვა რეპრესირებულთა ბიოგრაფიული ცნობები, ფოტოები, პირადი წერილები, მემუარები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

უახლოეს მომავალში იგეგმება ამ მასალების წიგნად გამოცემა.