...
24 აპრილი 2014
საჯარო ლექცია თემაზე - მასობრივი დახვრეტის და დამარხვის ადგილების აღმოჩენა და ნეშტების ექსჰუმაცია
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი და 'ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი - პოლონელი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეროვნული მეხსიერების კომისია' (IPN) საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით გეპატიჟებათ საჯარო ლექციაზე, რომელიც მიეძღვნება მასობრივი დახვრეტის და დამარხვის ადგილების აღმოჩენისა და ნეშტების ექსჰუმაციის საკითხს.

ლექცია გაიმართება პარასკევს, 25 აპრილს 11:00-13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. 32)

ლექციას ჩაატარებენ:

პროფესორი კრზიშტოფ შვაგრზიკი - ექსჰუმაციის პროექტის უფროსი;
დოქტორი რაფალ ლესკივიჩი - ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის არქივის დირექტორი;
ბატონი ლუკაშ შლეშკოვსკი - ექსჰუმაციისა და დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი.

სამუშაო ენა: ინგლისური (თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება)
შეხვედრის შემდეგ, მოეწყობა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.