IDFI-ის საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ანტონ ვაჭარაძე კასპის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ადგილობრივ საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მათ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და გასაბჭოების შესახებ ესაუბრა.
ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრა 100 წლის წინანდელ გარდამავალ მოვლენებზე, როდესაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა და ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.
ლექციას დაესწრნენ და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა, თანამშრომელმა ირაკლი ვეშაგურიძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.
მოსწავლეებმა გაიგეს მეტი, პირველი რესპუბლიკის და ქვეყნის ევროპული განვითარების, დამოუკიდებელ არჩევნების და პირველი რესპუბლიკის პოლიტიკოსთა პორტრეტების შესახებ. ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრა ქვეყანაში საბჭოთა წყობის დამყარებაზე, არჩევნების ფაქტობრივ გაუქმებასა და თავისუფალი აზრის ჩახშობაზე, საბჭოთა სტალინურ ტერორზე, რამაც საქართველოში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის ფორმატში აღნიშნულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.