...
01 სექტემბერი 2020
ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია
სიახლეები

 

1  სექტემბერს,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გამართა.

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ.

 

მოხარული ვართ, რომ წილად გვერგო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უდიდესი მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის დაფასება მისი მემორიალური ალბომის გამოცემით. კარგად ნაცნობი და საინტერესო დეტალებისა გარდა, ალბომი შედგება მდიდარი საარქივო მასალით. აქ არის დოკუმენტები აფხაზეთში მოღვაწეობის პერიოდიდან. ალბომში სრულად არის შესული საქართველოს შსს არქივის მასალა, რომელიც ასახავს 1924 წელს ბენია ჩხიკვიშვილის დაპატიმრებას, მისგან ამოღებულ ნივთებს, დაკითხვის ოქმს და სხვა დოკუმენტებს.“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

მემორიალური ალბომის ავტორებმა, ანტონ ვაჭარაძემ და ირაკლი მახარაძემ XX საუკუნის პირველი მეოთხედის გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის შესახებ ისაუბრეს.

 

ბენია ჩხიკვიშვილი 1900-იანი წლებიდან სათავეში ედგა რევოლუციურ გამოსვლებს, იყო თვითაღიარებული "გურიის რესპუბლიკის" პრეზიდენტი, შემდეგ წლები გაატარა გადასახლებაში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, იყო სოხუმში მთავრობის წარმომადგენელი, თბილისის მერი, წარგზავნილი იყო ბათუმში ბრიტანული მისიის გასვლის დროს და სათავეში ედგა აჭარის საქართველოსთვის გადმობარების პროცესს. ქვეყნის დატოვების შემდეგ, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ლევილის მამულის შესყიდვის თაობაზე. 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის ქვეყანაში დაბრუნდა, რის გამოც ბოლშევიკებმა დააკავეს. 1924 წლის 1 სექტემბერს, აჯანყების სხვა მონაწილეებთან ერთად ის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა.

 

მემორიალური ალბომის პრეზენტაცია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

 

პრეზენტაციის ფოტოალბომი იხილეთ აქ.