...
11 ივნისი 2021
IDFI-ის და საქართველოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სიახლეები

 

2021 წლის 10 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება, დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან  ბრძოლის შესახებ აკადემიური კურსების ერთობლივი შემუშავება და მისი შეთავაზება საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფარგლებში. აღნიშნული მიმართულების გავრცობა და მუდმივი განვითარება.  

 

 პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული აკადემიური კურსების მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს განივითარონ /გაიღრმაონ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის უნარ-ჩვევები. მემორანდუმის ფარგლებში გაწერილ აკადემიურ კურსებს გაუძღვებიან და/ან ეწვევიან დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრები.

 

გარდა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა, მემორანდუმით გათვალისწინებული აკადემიური კურსები ხელმისაწვდომი იქნება სხვა უნივერსიტეტების სტუდენტთა, საჯარო მოხელეთა, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენელთათვის, რომლებიც შეირჩევიან სპეციალური კონკურსის შედეგად. აკადემიური კურსები წარიმართება საქართველოს უნივერსიტეტში, დისტანციურ რეჟიმში ან შერეული სწავლის ფორმატით.