...
30 ნოემბერი 2021
ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის - საბჭოეთი თანამედროვე საქართველოს მეხსიერებაში
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ესეების კონკურსს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თემაზე „საბჭოეთი თანამედროვე საქართველოს მეხსიერებაში“.

კონკურსის მიზანია: სტუდენტებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება, პოპულარიზაცია და საზოგადოებაში საბჭოთა წარსულის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:

საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს საბჭოთა საქართველოს ასახვას თანამედროვე ქართული საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში ან/და მასთან დაკავშირებულ მეხსიერების პოლიტიკას. ესე შესაძლებელია ფოკუსირებული იყოს საბჭოთა საქართველოს ისტორიის კონკრეტულ პერიოდზე ან საკითხზე ან ზოგად პოლიტიკასა თუ ტენდენციებზე/სფეროებზე.

ესე შესაძლოა დაფუძნებული იყოს როგორც პრესისა და მედიის, საჯარო ინფორმაციის, საარქივო მასალებისა და ღია წყაროების ანალიზზე, ასევე სოციოლოგიური ან ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებზე.

კონკურსში მონაწილე უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი, ბაკალავრი ან მაგისტრანტი.

ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს გამოგზავნა (სხვადასხვა თემაზე).

ესე უნდა იყოს ავტორის ორიგინალური ნაშრომი და უნდა გვთავაზობდეს მის მიგნებებსა და ანალიზს.

წარმოდგენილი ესე უნდა იყოს ქართულ ენაზე.

 

ესეს სავარაუდო სტრუქტურა:

სათაური

თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, აკადემიური ხარისხი)

შესავალი

ძირითადი ნაწილი

დასკვნა

გამოყენებული ლიტერატურა/დანართები

 

ესეს ტექნიკური მახასიათებლები:

ნაშრომის ფორმატი: MS Word დოკუმენტი

სიტყვების რაოდენობა: 1500-2500 (სიტყვების რაოდენობაში შედის Footnotes, მაგრამ არ შედის გამოყენებული ლიტერატურის სია და დანართები)

ფონტი: Sylfaen/ Calibri, ზომა - 12

დაშორება: 1.15

გვერდის მინდორი:  Normal

 

ესეში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

არ მიიღება ნაშრომები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.

 

საკონკურსო პრიზები:

I ადგილი - ₾700

II ადგილი - ₾500

III ადგილი - ₾300

 

საუკეთესო ესეები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 იანვარი.

ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] . გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „საბჭოეთი თანამედროვე საქართველოს მეხსიერებაში“.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: 

ტელ: +995 32 2 921514

ელ-ფოსტა: [email protected]

 

 

 

 

კონკურსი იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.