...
01 აგვისტო 2022
IDFI-მ ქალაქ ფოთში რეპრესირებულთა შესახებ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გამართა
სიახლეები

2022 წლის 29 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ქალაქ ფოთის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში გამართა პრეზენტაცია რეპრესირებულთა საკითხზე და „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო“ ჩვენება.

 

ფილმი „დახვრეტილთა სასაფლაო“ მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბათუმის მახლობლად, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ასობით ადამიანის სამარხი.

 

ფილმის ჩვენებამდე გაიმართა პრეზენტაცია საქართველოში 1937-1938 წლების დიდი ტერორის შესახებ, რომელშიცIDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემმიმოიხილა 1930-იანი წლებში სტალინური რეპრესიები, დამსწრეებს გააცნო ისტორიები ამ ეპოქიდან, ასევესამარხების აღმოჩენის და პოლონელ სპეციალისტებთან და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასთან ერთად დამუშავებისისტორია.შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვე საქართველოში რეპრესირებულთა სოციალური დაცვის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიისსავალალო მდგომარეობას, რომლის გამოსასწორებლადაც IDFI წლებია მუშაობს.

 

საინფორმაციო შეხვედრგაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.