...
07 აგვისტო 2022
IDFI-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში “ ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის”, ვებ-გვერდი შეიქმნა: www.gorimaps.ge
სიახლეები

 

IDFI-ს მიმდინარე პროექტის ფარგლებში “ ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის”, ვებ-გვერდი შეიქმნა: www.gorimaps.ge

 

საგანმანათლებლო, ტურისტული და განახლებადი ვებ-გვერდის პრეზენტაცია ქალაქ გორში, სიმბოლურად 7 აგვისტოს გამართული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. 

 

საუკუნეთა განმავლობაში გორი იყო ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ქალაქი საქართველოს ისტორიაში, თუმცა მრავალი რამ ქალაქის შესახებ ფართო საზოგადოებაში არ არის ცნობილი:1920-ის მიწისძვრის მასშტაბი, გორის მნიშვნელობა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებაში, ქალაქის დემოკრატიული და კულტურული ტრადიცია და სხვა მრავალი ამბავი.

 

აქ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ისტორიულ და თანამედროვე მოვლენებს, ფოტომასალებს, საარქივო დოკუმენტებსა და ვიდეოებს გორის ისტორიის, კულტურისა და ყოველდღიურობის შესახებ.

 

ვებ-გვერდის პირველადი ვერსია განვითარების ეტაპზეა. მის დასრულებულ ვერსიაში დაინტერესებულ ადამიანებს ექნებათ საშუალება რუკაზე მონიშნული პინების საშუალებით მოინახულონ ქალაქის აქამდე ნაკლებად ცნობილი ადგილები, მოისმინონ ალტერნატიული ისტორიები და მეტი გაიგონ ქალაქის ისტორიული წარსულისა და იდენტობის შესახებ. პროექტის მომდევნო ეტაპზე, საიტზე განთავსებული პინების კვლადაკვალ, ქალაქ გორში გამოჩნდება ბანერები, რომელზეც დატანილი იქნება საკვანძო ინფორმაცია და QR კოდი, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული მაცხოვრებლები ან ქალაქის სტუმრები შეძლებენ ამა თუ იმ თემაზე მეტი ინფორმაციის მიღებას.

 

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით.