...
11 ნოემბერი 2022
პარტნიორობა ანალიტიკურ ცენტრთან - Strategic Analysis
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სლოვაკეთის დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიისა და ანალიტიკური ცენტრის - Strategic Analysis-ის ადგილობრივი პარტნიორი გახდა.


მხარეებმა ხელი მოაწერეს პარტნიორობის მემორანდუმს და გამოთქვეს სურვილი ერთობლივად იმუშაონ მომავალ პროექტებზე ევროპის მეზობელ ქვეყნებსა და სამხრეთ კავკასიასთან. სტრატეგიული ანალიზის გუნდი ითვლის რეგიონში მუშაობის ათ წელზე მეტი ხნის გამოცდილებას.


უახლოეს მომავალში IDFI ჩაერთვება საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით: "ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებული (ABL) საკითხები და მათი გამოწვევები: რა არის გამოსავალი?", რომელიც ჩატარდება გორში, 2022 წლის 15-16 ნოემბერს.


IDFI უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს შიდა ქართლის რეგიონში და ახორციელებს ორ პროექტს: „ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის“ და “სოლიდარობის ბრენდინგი: შიდა ქართლის რეგიონში, ადმინისტრაციული საზღვრის გვერდით მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა”.


ანალიტიკურ ცენტრ Strategic Analysis-ს, MESA10-სა (ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „ცხინვალის რეგიონის გარშემო, ABL-ის გასწვრივ თემების განვითარება, ორიენტირებული ადგილობრივ ადმინისტრაციასა და განვითარებაზე“) და IDFI-ის საერთო მიზანი აქვთ, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული გამოწვევების დადგენას. ამრიგად, გამოცდილებიდან გამომდინარე, IDFI-ის წარმომადგენლები კონფერენციაზე წარადგენენ შედეგებს და გაუზიარებენ სამუშაო პრაქტიკას „Strategic Analysis“-ის გუნდს.


ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში თვითმმართველობისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მცირე ბიზნესის მფლობელები, არასამთავრობო ორგანიზაციების/სსო-ების წარმომადგენლები, ადგილობრივი ჟურნალისტები, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები და საქართველოს გადაწყვეტილების მიმღები სფეროს წარმომადგენლები იმსჯელებენ თავდაპირველი კვლევის შედეგებზე, რომელიც ჩატარდა პროექტის პირველ ნაწილში. ასევე დაესწრებიან განმახორციელებელი კონსორციუმის წარმომადგენლები V4 ქვეყნებიდან, რათა სხვებს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება შერჩეულ თემებზე (რეგიონული განვითარება, მიკრომეწარმეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, განახლებადი ენერგია და მწვანე ინოვაციები, აგროტურიზმი, სოციალური მეწარმეობა და სოფლის მეურნეობა).


გარდა ამისა, კონფერენცია იქნება პლატფორმა საველე კვლევების შედეგების პრეზენტაციისა და საქართველოში ABL-ის გასწვრივ განლაგებული ადგილობრივი თვითმმართველობის პერსპექტივიდან რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების საბოლოო განხილვისთვის.


IDFI იმედი აქვს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორული ურთიერთობის Strategic Analysis-თან.