...
21 ნოემბერი 2022
IDFI-ის წარმომადგენლებმა შიდა ქართლში მუშაობის შედეგები წარადგინეს
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სლოვაკეთის დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიისა და ანალიტიკური ცენტრის - Strategic Analysis-ის ადგილობრივი პარტნიორი გახდა.

 

15-16 ნოემბერს IDFI ჩაერთო და წარმოადგინა რეგიონში მუშაობის შედეგები საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით: "ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებული (ABL) საკითხები და მათი გამოწვევები: რა არის გამოსავალი?", რომელიც ჩატარდა გორში.

 

მოხსენების ფარგლებში, დეზინფორმაციისა და მეხსიერების კვლევების მიმართულების წარმომადგენლებმა, ანტონ ვაჭარაძემ და ნინო გოზალიშვილმა ისაუბრეს რეგიონში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე და მათ შედეგებზე. დისკუსია შეეხო ორ პროექტს: “ სოლიდარობის ბრენდინგსა” და “ახალი დენტობა ქალაქ გორისთვის”. 

 

IDFI-ისა და Strategic Analysis-ის წარმომადგენელმა მხარეებმა ხელი მოაწერეს პარტნიორობის მემორანდუმს და გამოთქვეს სურვილი ერთობლივად იმუშაონ მომავალ პროექტებზე ევროპის მეზობელ ქვეყნებსა და სამხრეთ კავკასიასთან. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული ანალიზის გუნდი რეგიონში მუშაობის ათ წელზე მეტი ხნის გამოცდილებას ითვლის.