...
18 იანვარი 2023
საერთაშორისო ექპერტებმა აჭარაში აღმოჩენილი მასობრივი სამარხები მოინახულეს
სიახლეები

 

EU4Dialogue პროექტის - „Platform for Dialogue Between Historians“-ის მონაწილეებმა აჭარაში აღმოჩენილი მასობრივი სამარხები დაათვალიერეს. IDFI-ის ორგანიზებით, 20-ზე მეტი ისტორიკოსი რეგიონისა და ევროპის ქვეყნებიდან ბათუმთან აღმოჩენილ, 1937-1938 წლების დიდი ტერორის მასობრივი დახვრეტის ადგილზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ, მონაწილეებმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მონასტერში გადაინაცვლეს და ადგილზე გაეცნენ ექსჰუმაციის შემდეგ შენახულ ნეშტებს.

 

შეხვედრაში მონაწილეობას იღებს პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) არქეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ტომაშ ბორკოვსკი (Tomasz Borkowski). მან ისტორიკოსებს გააცნო 2022 წლის იანვარსა და თებერვალში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები.

 

ისტორიკოსებს შორის არიან სპეციალისტები, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში უკვე უმუშავიათ საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა საკითხზე. IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე პლატფორმის წევრია.

 

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში საბჭოთა ტერორის კვლევის შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებაში გავრცელება, პროცესში უცხოელი ექსპერტებისა და მკვლევრების ჩართულობის გაზრდა. ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით, საკითხის ირგვლივ დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.

ღონისძიება გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.