...
10 ივნისი 2023
საერთაშორისო კოფერენცია - “საბჭოთა ამბივალენტურობა”
სიახლეები

 

2023 წლის 7-9 ივნისს, გერმანია/ავსტრიაში დაფუძნებული კვლევითი ქსელის „საბჭოთა ამბივალენტურობა: დიასპორული ეროვნებები დისკრიმინაციის კოლექტიურ გამოცდილებასა და ინდივიდუალურ ნორმალიზებას შორის, 1953-2023 წლებში“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, კონფერენცია “საბჭოთა ამბივალენტურობა” გაიმართა.

 

8 ივლისს პანელის “საბჭოთა მოგონებები და წარსულის ინსტრუმენტალიზაცია” ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე წარსდგა მოხსენებით “საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა ხსოვნა საქართველოში”.

 

მან ყურადღება გაამახვილა ბათუმში აღმოჩენილი რეპრესირებულთა სამარხების თემასა და მსხვერპლებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკაზე. ხაზი გაუსვა საბჭოთა ნოსტალგიის გამოვლინებების მახასიათებლებსა და ამ კუთხით მუშაობის პერსპექტივებს. საუბარი ასევე შეეხო IDFI-ისა და სხვა ორგანიზაციის მცდელობებსა და აქტივიზმს წარსულის კვლევისა და გადააზრების მიმართულებით.

 

ღონისძიებაზე განხილული იყო კრიტიკული მიდგომები სოციალისტური წარსულის მოგონებებისა და მისი გარდაქმნების კუთხით, ასევე მიგრაცია, სივრცითი ცვლილება და უმცირესობათა კუთვნილება. ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა ცოდნის დეკოლონიზაციის თემაზე „პერიფერიების“ პერსპექტივიდან.