...
02 ოქტომბერი 2023
IDFI-მ საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ მკვლევრებთან შეხვედრა გამართა
სიახლეები

2023 წლის 2 ოქტომბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პარიზის სოციალურ მეცნიერებებათა უმაღლესი კვლევების სკოლის (EHESS) აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის კვლევითი ცენტრის (CERCEC) წარმომადგენლებს უმასპინძლა. 

 

შეხვედრას საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფი აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე ესწრებოდნენ.  

 

შეხვედრის მთავარი თემა არქივების ღიაობასა და ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკას შეეხებოდა. მხარეებმა საბჭოთა რესპრესიებზე,  დანაშაულებზე, დისიდენტებზე, კავკასიის უახლეს წარსულში მომხდარ ომებზე, უკრაინის ომთან დაკავშირებულ მიგრაციულ პროცესებსა და სხვა მრავალ კვლევით შესაძლებლობაზე ისაუბრეს. 

 

აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის და ცენტრალური აზიის კვლევის ცენტრი (CERCEC) 1960-იან წლებში პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი კვლევების სკოლაში ცნობილი აღმოსავლეთმცოდნისა და სოვიეტოლოგის, ალექსანდრ ბენიგსენის მიერ დაარსებული კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც გეოგრაფებს, ისტორიკოსებს, სოციოლოგებსა და პოლიტოლოგებს აერთიანებს. 

 

მხარეებმა მზაობა გამოხატეს სამომავლო თანამშრომლობის კუთხით.