...
03 ნოემბერი 2023
IDFI-მ და YSU-ის ინოვაციური სოციალური კვლევის ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
სიახლეები

2023 წლის 3 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (YSU) ინოვაციური სოციალური კვლევის ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივ კვლევას, საგრანტო პროექტების შემუშავებასა და  გამოცდილების გაზიარებას.

 

ინოვაციური სოციალური კვლევის ცენტრი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის ფარგლებში ფუნქციონირებს. კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების სფეროებში საბაზისო და გამოყენებითი კვლევების წარმოებას.

 

ცენტრი ასევე დაკავებულია სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების ანალიზით, საველე კვლევითი სამუშაოების ორგანიზებითა და კოორდინაციით, კვლევის შედეგების შემუშავებით ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

 

ცენტრის მიზანია გამოიყენოს უახლესი კვლევის მეთოდები, რომლებიც აერთიანებს მათ ძირითად და გამოყენებითი სოციალური კვლევის ტრადიციებს. ცენტრის კვლევითი პოლიტიკის მიზანია სომხეთში კვლევის ეფექტურობის ხელშეწყობა სხვადასხვა გამოცდილების მქონე მკვლევართა ფართო სპექტრის ჩართვის გზით. 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ინოვაციური სოციალური კვლევის ცენტრი (CISR) სლოვაკ პარტნიორებთან ერთად სამოქალაქო ინოვაციების ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებულ ერთობლივ პროექტზე იმუშავებენ. პროექტი პოლიტიკური რეპრესიების გავლენის კვლევას ეხება და კომუნისტური მმართველობის პერიოდში რეპრესირებულებთან და მათ შთამომავლებთან ინტერვიუების ჩაწერას მოიცავს.