...
01 დეკემბერი 2023
IDFI-მ აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა
სიახლეები

2023 წლის 1 დეკემბერს, აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის მეორე საჯარო სკოლაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) რეგიონული ინიციატივების ცენტრ ,,ნათელი მომავალთან” თანამშრომლობის ფარგლებში, აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გამართა.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს მემორიალური ალბომის შინაარსი გააცნო, მიმოიხილა აკაკი ჩხენკელის ცხოვრება, მოღვაწეობის პერიოდი, საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენები და მისი გადადგმული ნაბიჯები.

 

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ჩართულობით, ხონის მეორე საჯარო სკოლას აკაკი ჩხენკელის სახელი მიენიჭა, ხოლო 2018 წლის 17 მაისს კი, სკოლაში აკაკი ჩხენკელის მემორიალური დაფა გაიხსნა. 

 

აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა. ალბომის გამოცემა დაფინანსდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.

 

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დისკუსიაში ჩართულ ახალგაზრდებს მემორიალური ალბომი გადაეცათ საჩუქრად.