„ურისკოდ არაფერი არ კეთდება! საჭიროა გამბედაობა და კიდევ გამბედაობა!“ - 1918 წლის 22 მაისს მსგავსი შინაარსის წერილი თბილისში მყოფ პოლიტიკოსებს მიუვიდათ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. წერილის ავტორი იყო პოლიტიკოსი, რომელმაც დაწყებითი განათლება მიიღო ხონის სასწავლებელში. 1896-1901 წლებში ის სწავლობდა კიევის, მოსკოვისა და პეტერბურგის უნივერსიტეტებში, იურიდიულ ფაკულტეტზე. იყო სტუდენტური სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების წევრი. პარალელურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან, იყენებდა ფსევდონიმებს „პ. ოქუმელი“, „ა. ოქუმელი“, „ანჩინი“, „ანჩიკი“, „წინწყალი“ და სხვა. 1912 წელს აირჩიეს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმის მეოთხე მოწვევის დეპუტატად ბათუმისა და ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან. იგი ამ ფოტოზეც ფიგურირებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მე-7 მუხლის თანახმად, დამფუძნებელი კრების (საყოველთაოდ არჩეული საპარლამენტო ორგანო) შეკრებამდე, მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვებოდა ეს ორგანო, რომელიც აქტის მიხედვით, შევსებული იქნებოდა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელი იქნებოდა საბჭოს წინაშე. თავად ეს ორგანო კი 1917 წლის 22 ნოემბერს აირჩიეს და მას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი.
თქვენს წინაშეა გიორგი გაგლოევი, რომელიც 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. იგი სოფელ ღვარებში (ტანას ხეობა) დაიბადა. 1906 წლიდან მუშაობდა მოსკოვისა და თერგ-დაღესტნის პარტიულ ორგანიზაციებში, საიდანაც 1907 წელს აირჩიეს დელეგატად რსდმპ ლონდონის ყრილობაზე. 1908-1912 წლებში ცხოვრობდა საზღვარგარეთ - გერმანიასა და შვეიცარიაში, მუშაობდა მანჰეიმისა და დავოსის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1918 წელს აირჩიეს გორის სამაზრო ერობის ხმოსნად. რა ენაზე წარმოთქვა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მისასალმებელი სიტყვა გიორგი გაგლოევმა?
ფოტოზე დამფუძნებელი კრების წევრები არიან. ეს ქალი დაიბადა 1889 წელს, გურიაში, სოფელ ბახვში. მისი მშობლები, სოფელ ბახვში, საზოგადოებრივ მოღვაწეობით იყვნენ დაკავებული. 15 წლიდან ჩართული იყო არალეგალურ მოძრაობაში, ის და მისი მეგობრები მართავდნენ ფართომასშტაბიან დემონსტრაციებს, რომელიც მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. მონაწილეობდა აკრძალული ლიტერატურისა და ხელნაწერი გაზეთების გავრცელებაში. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელ კრებაში სოციალ- დემოკრატიული პარტიის სიით. პარლამენტის წევრობისას აქცენტს უმთავრესად სახალხო ჯანმრთელობის კანონმდებლობასა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე აკეთებდა და აქტიურად მონაწილეობდა კანონშემოქმედებაში. 1921 წლის 26 მაისს, საქართველოს ოკუპაციიდან 2 თვის თავზე, იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის ორგანიზატორი. ვინ არის ის?
“საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა მოწადინებულია საჩქაროდ დაამყაროს ოსმალეთთან კარგი მეზობლური ურთიერთობა… ამისათვის გარეშე საქმეთა მინისტრს ევალება ყოველივე ღონე იღონოს და გადასდგას ყოველგვარი საჭირო ნაბიჯი.” - საქართველოს უმთავრესი საგარეო მიმართულება 1918 წლის 26 მაისის შემდეგ იყო მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება. სწორედ ამის შესახებ წერს 26 მაისს არჩეული მთავრობის თავმჯდომარე ეროვნულ არქივში დაცულ ამ დოკუმენტში. ვინ არის ამ დოკუმენტის ხელმომწერი?
1937 წელს რეპრესირებულ რომელ მწერალს ეკუთვნის ეს ლექსი-ექსპრომტი, რომელიც მან საქართველოს დამოუკიდებლობას მიუძღვნა?