1991 წლის 13 იანვარს ლიეტუვაში ტრაგედია დატრიალდა. საბჭოთა არმიამ დაარბია ლიეტუვის დამოუკიდბლობისთვის მებრძოლი მშიდობიანი საპროტესტო აქცია. 13 იანვარს ლიტვაში, აქციის დარბევის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 500-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი.
1880 წლის 28 ოქტომბერი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის, „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა. იგი იმერეთის პატარა სოფელ სვირში დაიბადა.
1840 წლის 27 ოქტომბერს (ძვ.სტ. 15 ოქტომბერი), სოფელ ვარიანში დაიბადა ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი.
გაერო - საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როდესაც სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.
1972 წლის 22 ოქტომბერს, ოზურგეთში დაიბადა ქართველი სამხედრო, საქართველოს არმიის კაპრალი, საქართველოს ეროვნული გმირი, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილე ზაზა დამენია.
1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა ქართველი საზოგადო მოღვაწე, ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი მერაბ კოსტავა. ის დაკრძალულია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
1843 წლის 9 ოქტომბერს (ძვ.სტ.14 სექტემბერი),ქუთაისში დაიბადა ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს პარლამენტის წევრი (1917-1920), სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი ნიკო ნიკოლაძე.
1881 წელის 30 სექტემბერს, ქუთაისი მაზრის სოფელ ისრითში დაიბადა პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო და განათლების მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძე.
1992-1993 წელს აფხაზეთში მიმდინარე ომში, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს – ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს – გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ტყვედ სოხუმის მერი გურამ გაბესკირიაც აიყვანეს და დახვრიტეს . სოხუმის ბოლო დღის ამსახველ ვიდეოში ჩანს გურამ გაბესკირია, რომელიც ოკუპანტების მოთხოვნაზე „დაიჩოქე“ პასუხობს - ”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!” 2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
საბჭოთა და ნაცისტურმა ჯარებმა შტურმით აიღეს პოლონეთის ქალაქი ბრესტი და 1939 წლის 22 სექტემბერს ერთობლივი აღლუმი ჩაატარეს.
1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილია ჭავჭავაძემ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო. 12 სექტემბერს ( 30 აგვისტო) თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ. 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა წმინდა ილია მართლის სახელით. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
1899 წლის 31 აგვისტოს, სოფ. ბაკურციხეში, მღვდლის ოჯახში დაიბადა ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, წმინდანად შერაცხული, საქართველოს ეროვნული გმირი გრიგოლ ფერაძე.
1922 წლის 28 აგვისტოს, ბათუმში დაიბადა ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1993), აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივ. ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი მარიკა ლორთქიფანიძე.
1924 წლის 27 აგვისტოს რამდენიმედღიანი დამცირების, ცემის და წამების შემდეგ, "განსაკუთრებული სამეულის" (ЧК) გადაწყვეტილებით, ყოველგვარი გასამართლების გარეშე, ეპისკოპოსი ნაზარი და კიდევ ოთხი სასულიერო პირი: დეკანოზი გერმანე (ჯაჯანიძე), მღვდელი სიმონ (მჭედლიძე), მღვდელი იოროთეოსი (ნიკოლაძე) და დიაკონი ბართლომე (კუხიანიძე) ქუთაისის გარეუბანში, საფიჩხიის ტყეში დახვრიტეს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 აგვისტოს ახალმოწამე სასულიერო პირების დღეს აღნიშნავს. ოფიციალურად ამ დღის სახელწოდებაა - მღვდელმოწამეთა: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტისა ნაზარისა (ლეჟავა), გერმანე (ჯაჯანიძე), იეროთეოს (ნიკოლაძე) და სიმონ (მჭედლიძე) ხუცესთა, პროტოდიაკონისა ბესარიონისა (კუხიანიძე) და ყოველთა ახალმოწამეთა, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან ვნებულთა.
1902 წლის 25 აგვისტოს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი, მოწყალების და მარიამ (მარო) მაყაშვილი.
1991 წლის 24 აგვისტოს გამოიცა უკრაინის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია, რომელიც საბოლოოდ, ოფიციალურად დადასტურდა და გაფორმდა იმავე წლის 1 დეკემბრის რეფერენდუმით. რეფერენდუმში უკრაინის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ, 92.3% დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი, მათ შორის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი ყირიმის მოსახლეობის 50%-ზე მეტმაც. 24 აგვისტო კი, ამის შემდეგ, გამოცხადდა ეროვნულ დღესასწაულად.
1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფოს უზენაესი კანონი - კონსტიტუცია - მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. იგი ძალაში შევიდა 1995 წლიდან საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.
23 აგვისტოს მსოფლიო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა დღეს აღნიშნავს. 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ევროპის პარლამენტმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 2009 წელს გამოაცხადეს, საქართველოს პარლამენტმა კი იგივე გადაწყვეტილება ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 21 ივლისს მიიღო. დოკუმეტი, რომლითაც ორი ტოტალიტარული იმპერია - საბჭოთა კავშირი და გერმანია - აღმოსავლეთ ევროპის გავლენის სფეროებად გაყოფაზე თანხმდებოდა, 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში გაფორმდა. მას ხელს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რიბენტროპი და მისი საბჭოთა კოლეგა მოლოტოვი აწერდნენ. საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით ირკვევა რომ ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, აღმოსავლეთ პოლონეთი და ბესარაბია საბჭოთა კავშირს, ხოლო ლიტვა და დასავლეთ პოლონეთი ფაშისტურ გერმანიას ერგო.