IDFI-ის ინიციატივით და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, 2018 წლის 24 მაისს, სოფელ დიდივანის საჯარო სკოლაში, ისიდორე რამიშვილის მეორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, ადგილობრივი მუნიციპალოტეტის წარმომადგენლები და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის შვილიშვილი, მიშელ რამიშვილი.
ღონისძიების შემდეგ, IDFI-ის საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი/ისტორიკოსი ანტონ ვაჭარაძე და თსუ-ს ბიბლიოთეკის პირველი რეაპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი ირემაძე სკოლის მოსწავლეებს ესაუბრნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების და ისიდორე რამიშვილის როლის შესახებ ამ პროცესში.